ინტელის პროექტის მე-4 დღე
დღეს გავეცანი მე-2 მოდულის
მე-3 აქტივობას: შეფასებას.
იმას, თუ რას
ემყარება შეფასება, რა არის
მისი მიზანი. გამოყოფილია
ორი - განამვითარებელი და განმსაზღვრელი
შეფასებები. განმავითერებელი შეფასების მიზანია:
· მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება;
· მათი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
· პროგრესის მონიტორინგი;
· ნასწავლის გააზრების შემოწმება.
განმსაზღვრელი
შეფასება კი უნდა
ეხებოდეს მასალის გაგებისა და
უნარ-ჩვევების ათვისების
ხარისხის შემოწმებას სტანდარტთან შესაბამისობით.
გავეცანი შეფასების განრიგს. როგორ
უნდა იყოს განაწილებული
შეფასებები მთელი პროექტის განმავლობაში.
შეფასების რა მეთოდები
შეიძლება გამოვიყენო პროექტის დაწყებემდე,
მისი მიმდინარეობისას და
დასრულებისას. როგორ უნდა იყოს
დაკავშირებული თითოეული მათგანი პროექტის ამოცანებთან; როგორ
უნდა იყოს განმარტებული
თითოეული მათგანი და რას
უნდა არკვევდეს მისი
საშუალებით, ერთი მხრივ, მოსწავლე
და, მეორე მხრივ,
მასწავლებელი. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად
აერთიანებს ზემოთ ჩამოთვლილ მიზნებს
ჩემ მიერ შერჩეული
შეფასებები.
შევქმენით სლაიდშოუ.
შევქმენით სლაიდშოუ.
ინტელის პროექტის მე-3 დღე
დღეს გავეცანი პროექტის მე-2
მოდულს: სასწავლო პროექტის დაგეგმვას;
იმას, თუ რამდენადა
სწორად შევარჩიე სტანდარტი, მოიცავს
თუ არა იგი
ზედა დონის უნარებს;
გავიგე, რომ რამდენი
სტანდარტიც არის პროექტში, იმდენი
ამოცანა უნდა იყოს დაგეგმილი.
ამოცანებისთვის უნდა იყოს შედგენილი
შეფასება თავისი რუბრიკებით. კარგია,
თუ ამოვიყენებ მრავალფეროვან
შეფასების რუბრიკას. განვიხილეთ მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი,
თემატური და შინაარსობრივი);
ვნახე, შაბლონები, რომლებშიც დეტალურადაა
აღწერილი, რაში ეხმარება ეს
კითხვები, ერთი მხრივ, მასწავლებელს,
მეორე მხრივ, მოსწავლეებს. ამისთვის
ვნახე ლინკები მიმართულების მიმცემი
საკვანძო კითხვების წერა და
სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი.
ინტელის
მე-2 დღე დავასახელეთ პროექტის შინაარსი,
ვიმუშავეთ შაბლონის შექმნაზე და ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩავსვით შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.
ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე,
No comments:
Post a Comment