Saturday, December 21, 2013

ინტელის მე-9  დღე
ეს არის ყველაზე კარგი დღე, რადგან დღეს შევაჯამეთ მთელი თვის ნაშრომი და მოვისმინეთ მონაწილეთა პრეზენტაციები!!!
ძალიან საინტერესო თვე იყო, ბევრი საჭირო რამ ვისწავლეთ და ,რაც მთავარია,  გვყავდა მშვიდი , გაწონასწორებული, უსაყვარლესი ტრენერი!

Wednesday, December 18, 2013

ინტელის მე-8 დღე
შევადგინეთ  კითხვარი ფასილიტაციისთვის . დავწერეთ
კითხვარი ინთერვიუსთვის, რომელიც დავდეთ ბლოგზე გაჯეტების სახიხით.

Sunday, December 15, 2013


ინტელის მე-7 დღე
გავიხსენე გარდნერის პრეზენტაცია, თვითშეფასება,რომ დავრწმუნდე რამდენად გაიაზრეს .მოსწავლის შესაძლებლობების დასადგენად შევქმენით ხარაჩო (თვითშეფასების დოკუმენტი ), მოსწავლის საჭიროებების შესამოწმებლად..

Saturday, December 14, 2013

ინტელის მე-6 დღე
დღეს ვისწავლე, თუ რა სტრატეგიებს გამოვიყენებ მოსწავლის შეფასებისას (შეფასების ტიპები), ვიმუშავე პრეზენტაციის რუბრიკაზე და ვისწავლე გრუპირება.
მივიღე დავალება შევავსო სასწავლო პროცედურები.

Sunday, December 8, 2013

ინტელის მე-5 დღე
დღეს გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას, არჩეულ პროექტში დოკუმენტებისა და ფოტოების ჩასმას; ვისწავლე წყაროს მითითება.

მოსწავლის ნიმუში

Saturday, December 7, 2013

ინტელის პროექტის მე-4 დღე
დღეს გავეცანი მე-2 მოდულის მე-3 აქტივობას: შეფასებას. იმას, თუ რას ემყარება შეფასება, რა არის მისი მიზანი. გამოყოფილია ორი - განამვითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. განმავითერებელი შეფასების მიზანია:
·        მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება;
·        მათი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
·        პროგრესის მონიტორინგი;
·        ნასწავლის გააზრების შემოწმება.
განმსაზღვრელი შეფასება კი უნდა ეხებოდეს მასალის გაგებისა და უნარ-ჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმებას სტანდარტთან შესაბამისობით.
გავეცანი შეფასების განრიგს. როგორ უნდა იყოს განაწილებული შეფასებები მთელი პროექტის განმავლობაში. შეფასების რა მეთოდები შეიძლება გამოვიყენო პროექტის დაწყებემდე, მისი მიმდინარეობისას და დასრულებისას. როგორ უნდა იყოს დაკავშირებული თითოეული მათგანი  პროექტის ამოცანებთან; როგორ უნდა იყოს განმარტებული თითოეული მათგანი და რას უნდა არკვევდეს მისი საშუალებით, ერთი მხრივ, მოსწავლე და, მეორე მხრივ, მასწავლებელი. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად აერთიანებს ზემოთ ჩამოთვლილ მიზნებს ჩემ მიერ შერჩეული შეფასებები.
შევქმენით სლაიდშოუ.


ინტელის პროექტის მე-3 დღე
დღეს გავეცანი პროექტის მე-2 მოდულს: სასწავლო პროექტის დაგეგმვას; იმას, თუ რამდენადა სწორად შევარჩიე სტანდარტი, მოიცავს თუ არა იგი ზედა დონის უნარებს; გავიგე, რომ რამდენი სტანდარტიც არის პროექტში, იმდენი ამოცანა უნდა იყოს დაგეგმილი. ამოცანებისთვის უნდა იყოს შედგენილი შეფასება თავისი რუბრიკებით. კარგია, თუ ამოვიყენებ მრავალფეროვან შეფასების რუბრიკას. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი); ვნახე, შაბლონები, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი, რაში ეხმარება ეს კითხვები, ერთი მხრივ, მასწავლებელს, მეორე მხრივ, მოსწავლეებს. ამისთვის ვნახე ლინკები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წერა და სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი.

 ინტელის მე-2 დღე        დავასახელეთ პროექტის შინაარსი, ვიმუშავეთ შაბლონის შექმნაზე და  ეროვნულ სასწავლო  გეგმაში ჩავსვით შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე,

Sunday, November 24, 2013

ინტელის პროექტის პირველი დღე

გავეცანი პროექტის მნიშვნელობას, ზოგად მონახაზს ,მასზე დაფუძნებულ სწავლებას .